„adjarabet Awards“ არის კომპანია „აჭარაბეთის“ ინიციატივა - ყოველწლიური სპორტული დაჯილდოება. წელს „adjarabet Awards“-ი მეორედ ჩატარდება და ღონისძიებაზე 2022 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დაჯილდოვდებიან.
წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია. ამისათვის უნდა ეწვიოთ adjarabet awards-ის ვებგვერდს და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს. გამარჯვებულების ვინაობა ხმათა უმრავლესობითა და კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით გახდება ცნობილი, სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილ „adjarabet Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. გამარჯვებულებს კი კომპანიისგან სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: (თითოეულ კატეგორიაში ხმის მისაცემად დააჭირეთ შესაბამისი ნომინაციის ლინკს)
წლის სპორტსმენი
ხვიჩა კვარაცხელია, მერაბ დვალიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, სანდრო ბაზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ტალახაძე
წლის გუნდი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, შავი ლომი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები, საქართველოს რაგბის ნაკრები
წლის აღმოჩენა
დავით ნინიაშვილი, მთამსვლელები, ლოკომოტივი 2, მოციგურავეები
წლის დაპირისპირება
დვალიშვილი vs ალდო, საქართველო vs თურქეთი, საქართველო vs იტალია, უელსი vs საქართველო
სპორტული კრეატორი
გიორგი ლემონჯავა, საბა საპანაძე, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე, ლევან ღვინიანიძე, ნიკა ფალიანი, ზაალ წერეთელი
წლის მწვრთნელი
ვილი სანიოლი, ლევან მაისაშვილი, ლაშა ჭაღიაშვილი, ავთო ასათიანი, გია ჭიაბრიშვილი, გიორგი ასანიძე
წლის მსაჯი
ნიკა ამაშუკელი, გიორგი ყრუაშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი, გიორგი ხოხბა, ვლადიმერ ნუცუბიძე
წლის მომენტი
კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში, დვალიშვილის მოგება ალდოსთან, ტატო გრიგალაშვილის ლიდერობა რეიტინგში, უელსთან მოგება, მოგება იტალიასთან
წლის ექსტრემალური სპორტსმენი
ნიკოლოზ (ბუთა) ელოშვილი, ჯაბა სხვედიანი, ლუკა ჩოფიკაშვილი, მთამსვლელები
წლის ავტო და მოტოსპორტსმენი
სანდრო თავართქილაძე, დათუნა არჯევანიძე, მევლუდ მელაძე, ნოდო კოდუა, დათა ქაჯაია, გიორგი გახელაძე
გულშემატკივრები თითოეულ ნომინაციაში ორ საუკეთესოს გამოავლენენ, ხოლო საბოლოო გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური დაასახელებს. 2022 წლის ჟიურის წარმოადგენს:
„კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა. ამისათვის კი კომპანია წლების განმავლობაში გვერდით უდგას არაერთ ქართველ დამწყებ და პროფესიონალ სპორტსმენებს, თუ გუნდებს. ვფიქრობთ „აჭარაბეთის“ ინიციატივა ჩამოაყალიბოს ტრადიცია წლის მთავარი სპორტული დაჯილდოვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს ქართველ სპორტსმენებს მიაღწიონ წარმატებას“
განაცხადა კომპანია აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გუჯაბიძემ.