Search

8 მომენტი, რომელმაც შექმნა კობი ბრაიანტი

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

საკალათბურთო სამყარომ უდიდესი დანაკლისი მიიღო. 26 იანვარს კალიფორნიის..

 
შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ყველა დროის ერთ-ერთი
უდიდესი კალათბურთელი კობი ბრაიანტი. ავიაკატასტროფაში დაიღუპა 9 ადამიანი,
მათ შორის ერთ-ერთი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი.
 
შევეცდებით შემოგთავაზოთ 8 მომენტი, რომელმაც განსაზღვრა კობის კარიერა და მისი
“მამბას მენტალიტეტი”
 

1. ახალგაზრდა მამბა კალათბურთის ღმერთის წინააღმდეგ

 
ლებრონისა და ჯორდანისგან განსხვავებით, კობისგან კარიერის დასაწყისში დიდ
ამბებს არავინ მოელოდა. ის დრაფტზე არა პირველ, არამედ მე-13 ნომრად აიყვანეს. ახალწვეული
გუნდის ძირითად წევრადაც არ მოიზრდებოდა. თუმცა კობის მთელი კარიერა ერთი
დაუსრულებელი ბრძოლა იყო - მას მოუწია სამყაროსთვის დაემტკიცებინა, რომ ის
რაღაცას ნიშნავდა.
პირველივე სეზონში, როდესაც ლეიკერსი უძლიერეს გუნდს და ლიგის ჩემპიონ ჩიკაგო
ბულზს დაუპირისპირდა, კობიმ კალათბურთის მეფე, მაიკლ ჯორდანი გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგომ ლეიკერსი დაამარცხა, ხოლო ჯორდანმა 36 ქულა
ჩააგდო, სკამიდან შემოსულმა კობიმ მას ღირსეული დუელი შესთავაზა და ყველა
დროის უდიდეს კალათბურთელს 33 ქულა ჩაუგდო.
საკალათბურთო სამყარომ შავი მამბას მესიჯი მიიღო. ბევრისთვის სწორედ აქ დაიბადა
კობის ლეგენდა - ბიჭის, რომელსაც არავის ეშინოდა!
 
 
 

2. პირველი საჩემპიონო გაბრწყინება

 
კობიმ ლეიკერსთან ერთად ჩემპიონობა 5-ჯერ მოიგო. თუმცა პირველ საჩემპიონო
სეზონში, ის შაკილ ო’ნილის, იმ პერიოდის (და არამარტო) ყველაზე დომინანტ
მოთამაშის ჩრდილში იმყოფებოდა.
2000 წლის მაისში, ლეიკერსი სუპერფინალში ინდიანას უპირისპირდებოდა.
მე-4 მატჩი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
გუნდის ლიდერმა და მთავარმა ვარსკვლავმა, შაკილ ო’ნილმა მე6 პერსონალური
ჯარიმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუხდა.
სწორედ აქ იგრძნო კობიმ, რომ ეს მისი დიდების დრო იყო. მან ლიდერობა საკუთარ
თავზე აიღო და ოვერტაიმში გადამწყვეტი ბურთიც ჩააგდო.
თუ წინა სეზონში კობიმ NBA-ს საკუთარი თავი გააცნო, ამ მატჩში ნამდვილი
სუპერვარსკვლავი, და რაც მთავარია - ლეიკერსის მეფე დაიბადა.
 
 

3. 81 ქულა ერთ თამაშში!

 
თუ კობის კარიერაში ერთ რომელიმე თამაშის გამორჩევას მოგვთხოვენ, ეს
აუცილებლად 2006 წელს ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ გამართული მატჩი
იქნება. შავმა მამბამ ამ მატჩში 81 ქულა ჩააგდო და თამაში ფაქტობრივად პირადად
მოიგო.
ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით ეს ისტორიაში მეორე შედეგია და ის
მხოლოდ ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენის 100 ქულიან პერფორმანსს ჩამორჩება.
 

 

4. მოწინააღმდეგე გუნდზე მეტი ქულა მხოლოდ კობის!

 
2005 წელს, დალასის წინააღმდეგ გამართული მატჩის 3 მეოთხედის შემდეგ ტაბლოზე
ტეხასელების გრაფაში 61 ქულა ეწერა. ხოლო კობი ბრაიანტის ანგარიშზე 62
ჩაგდებული ქულა იყო.
საბოლოოდ ლეიკერსმა დალასი ისე გაანადგურა, რომ კობის ბოლო მეოთხედში
პარკეტზე გასვლაც არ დასჭირვებია
 
კობი ბრაიანტი
 

5. კობის ოსკარი აქვს!

 
2018 წელს კობის გადაღებულმა ანიმაციურმა ფილმმა “ძვირფასი კალათბურთი”
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ფილმი დაფუძნებულია კობის გამოსამშვიდობებელ წერილზე, რომლითაც მან 2015
წელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცის კარიერის დამთავრების შესახებ
აცნობა..
ამ პრიზით კობი გახდა ერთადერთი პროფესიონალი სპორტსმენი, რომელსაც
უმაღლესი სპორტული ჩემპიონატიც და ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის
უმაღლესი ჯილდოც მოგებული აქვს
 

6. ალბათ არაფერი არ აჩვენებს კობის ხასიათს ისე, როგორც ეს მომენტი

 
2013 წელს, გოლდენ სტეიტ ვორიორსთან მატჩისას, კობიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო -
მოთამაშემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა. ყველა პროფესიონალი მოთამაშე
დაგვეთანხმება, თუ ვიტყვით, რომ სპორტსმენისთვის ამაზე საშინელი ტრავმა არ
არსებობს. თუმცა კობიმ თავისი მენტალიტეტი კიდევ ერთხელ გამოაჩინა და პარკეტი
მანამ არ დატოვა, სანამ 2 საჯარიმო არ შეასრულა - თან ორივე ზუსტად.
 

 

7 რკინის ნერვები

 
კობი ნამდვილი მებრძოლი იყო. მას პარკეტზე არაფრის და არავის ეშინოდა. როდესაც
ლიგის საუკეთესო მოთამაშე ხარ, მოწინააღმდეგეები ყოველთვის ეცდებიან შენს
წყობიდან გამოყვანას. თუმცა კობის ტყუილად არ ეძახდნენ ცივსისხლიან ასასინსს.
 

8. Mamba out

კალათბურთის ისტორიაში არავის ჰქონია იმაზე დიდი გამოსამშვიდობებელი მატჩი,
ვიდრე კობის. ლეიკერსის ლეგენდის მთელი საკალათბურთო სამყარო
სუნთქვაშეკრული ელოდა. თუმცა მატჩმა ყველას მოლოდინს გადააჭარბა და იუტა ჯაზის
წინააღმდეგ ნამდვილი შოუ დაიდგა.
37 წლის ვეტერანმა უკანასკნელ მატჩში 60 ქულა ჩააგდო
 

კობი ბრაიანტი გარდაიცვალა - როგორ გამოეხმაურა ტრაგედიას მსოფლიო? კობი ბრაიანტი კვირას კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდა და NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, სულ რაღაც, 41 წლის იყო. ვისი ეშინოდა კობის და როგორ ჩააგდო 81 ქულა? გაიგე რა საიდუმლო იმალება კობის ლეგენდარული მატჩის უკან და ვისი ეშინოდა შავ მამბას ცხოვრებაში როგორ გააცნო რონალდინიომ 17 წლის მესი კობი ბრაიანტს  41 წლის კობი ბრაიანტი, იანვარში, ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, რაც მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იყო. კობის გავლენა კალათბურთზე შეუდარებელი იყო, მაგრამ ბრაიანტი ასევე ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი გახლდათ.