Search

7 რჩევა დამწყები მარკეტერებისთვის

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

რჩევები მათთვის, ვინც მარკეტინგის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

 

  • შეგიძლია ახლანდელი როლიდან მარკეტინგში გადაინაცვლო?
  • რაზე უნდა ფოკუსირდე სწავლის დროს?
  • რა უნარები გჭირდება ამისთვის?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ჩვენი რჩევები დაგეხმარება:

 

  1. აქციე ჩვევებად შენი ძლიერი მხარეები

თუკი მარკეტინგის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტ, კარგად გამოიკვლიე და აირჩიე ის განხრა, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავს, ბევრ შეკითხვას გიჩენს და სურვილი გაქვს უფრო მეტი გაიგო.

მაგალითად, თუ გაინტერესებს რიცხვები და ინფორმაციის ანალიზი, შეგიძლია შეისწავლო საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO). ამისათვის უნდა გაეცნო ისეთ სტატიებს და იკითხო ისეთი წიგნები, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი როგორც ზოგადი ინფორმაცია, ისე უახლესი ტრენდები და ხელსაწყოები.

თუ თვლი, რომ წერა კარგად გამოგდის, გამოყავი შენს კალენდარში დღეები წერისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რაზე დაწერ, მთავარია ეს უნარი გაიუმჯობესო და კარიერა copywriting-ს დაუკავშირო.

ერთი შეხედვით, შეიძლება ხანგრძლივ პროცესად მოგეჩვენოს, თუმცა თუკი სწორ მიზნებს დაისახავ და სწავლისთვის საკმარის დროს გამოყოფ, თამამად შეგიძლია გახდე შენთვის საინტერესო სფეროს ექსპერტი.

 

  1. „არა“ არის მხოლოდ საწყისი წერტილი

როდესაც მარკეტინგის კარიერაში პირველ ნაბიჯებს გადადგამ, მოემზადე იმისთვის, რომ მოისმენ უფრო მეტ „არას“, ვიდრე „კის“. თუმცა, უნდა გახსოვდეს, რომ ყოველი “არა“, წინ გადადგმული ნაბიჯია „კი“-სკენ. რადგან, ყოველი დაბრკოლება, უფრო გაგაძლიერებს და დაგეხმარება გამოასწორო ის ნაკლოვანებები, რაც ხელს გიშლის წარმატების მიღწევაში.

 

  1. ფოკუსირდი ისეთ უნარებზე, რომელიც ყოველთვის ღირებული იქნება

არსებობს რამდენიმე უნარი, რომელიც ყოველთვის გამოგადგება.

  • წერა
  • კომუნიკაცია
  • სთორითელინგი

მაგალითად, იქნება ეს ბლოგ პოსტი, ტექსტი ვებგვერდისთვის ან აღწერა ვიდეოსთვის, მარკეტინგის სფეროში წარმატების მისაღწევად, წერის უნარი ყოველთვის დარჩება უცვლელ მოთხოვნად.

გამოიყენე ყოველდღიური შესაძლებლობები, ამ უნარების დასახვეწად.

მაგალითად:

  • ნებისმიერი მეილი, პოსტი, ან წერილი გამოიყენე შენი წერის უნარის დასახვეწად.
  • მომავალში, როდესაც მოხმარებელთა მომსახურების ოფიცერთან მოგიწევს შეხვედრა, იფიქრე როგორ გახადო შენი საუბარი უფრო ნათელი და ადვილად გასაგები.  
  • ფეისბუქზე მომდევნო სტატუსის წერისას, ეცადე შენი სათქმელი ეფექტურად  გადმოსცე.

 

  1. გამოიყენე მეორეხარისხოვანი საქმეები

არ თქვა უარი დამატებით პროექტებზე, რათა ისწავლო უფრო მეტი და შეიძინო ახალი უნარები.

როდესაც მსგავს პროექტზე ფიქრის დრო დგება, არ აარიდო თავი ახალ და შენთვის ჯერ კიდევ უცნობ გამოწვევებს. მუშაობის პროცესში შეიძლება განივითარო და აღმოაჩინო ისეთი უნარები, რომლების არსებობის შესახებ, ჩვეულებრივი, რუტინულ სამუშაო პირობებში შეიძლება არც კი გცოდნოდა.

 

  1. შენი საქმიანობა, როგორც შენი ნაწილი

თუ გინდა გამორჩეული იყო იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ, შენმა საქმიანობამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მოიცვას.

მარკეტინგი მუდმივად ცვალებადი ინდუსტრიაა და შესაბამისად განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ის პლატფორმები, რომლებსაც  სამიზნე აუდიტორიაზე გასასვლელად ვიყენებთ, (მაგ. გუგლი, ფეისბუქი, ინსტაგრამი) მუდმივად ვითარდებიან და ცვლიან თავიანთ ალგორითმებსა და ტაქტიკებს, რომლებიც გვეხმარებიან სასურველი შედეგების მიღწევაში.

ხშირად, ყველაზე წარმატებული მარკეტერები, სწორედ იმიტომ არიან წარმატებულები, რომ უყვართ თავიანთი საქმე და ფეხს უწყობენ ყველა სიახლეს, მათი სფეროს გარშემო.

 

  1. დაეხმარე სხვებს

როცა გაერკვევი რა გამოგდის ყველაზე უკეთ, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარე სხვებს, რადგან რაც უფრო მეტს გასცემ - მეტი დაგიბრუნდება.

ეს ყველაფერი შენი უნარების უკეთ გამოვლენასა და სანაცნობო წრის გაფართოებაში დაგეხმარება.

 

  1. იფიქრე, როგორც ჟურნალისტმა

კარგი ჟურნალისტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიტიკული აზროვნებაა.

ის სვამს სწორ შეკითხვებს, პოულობს სიმართლეს ამბავში და განუმარტავს მკითხველს საქმის არსს.

გაითვალისწინე, მარკეტერს და ჟურნალისტს ბევრი საერთო აქვთ. მარკეტინგში მნიშვნელოვანია კრიტიკული ხედვა, სწორი კითხვების დასმა და ანალიზი. მაგალითად, თუკი შენს ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, აუცილებლად გამოიკვლიეარ:

  • რამ გამოიწვია ზრდა?
  • საიდან მოდის ტრეფიკი?
  • რატომ ხდება ეს და როგორ შეგიძლია ამ წარმატების გამეორება?

ასევე, მარკეტერისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდეს გაზიარებული ინფორმაციის სისწორეში, მოიძიოს რეალური წყაროები და არ მიაწოდოს მცდარი ინფორმაცია მომხმარებელს.

 

 

წყარო: https://buffer.com/

 

 

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.