Search

5 მიზეზი, თუ რატომ არის რეალის დაცვა საუკეთესო

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

მადრიდის რეალმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 16-ჯერ შეინახა. მადრიდელების კარის აღება მეტოქეებმა მხოლოდ 24-ჯერ შეძლეს, ტიბო კურტუა კი დაახლოებით ორჯერ უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე წინა სეზონში.

მადრიდელების სეზონის სტარტი შესანიშნავია – რეალს ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული ტოპ 5 ჩემპიონატში. მადრიდელებმა 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 გოლი გაუშვეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ყველაზე ახლოს ამასთან 1961-62 სეზონი მიდის, სადაც მადრიდელებს 14 გოლი ჰქონდათ გაშვებული. რამ განაპირობა ის, რომ 2018/19 სეზონში კატასტროფული მაჩვენებლის შემდეგ, რეალის დაცვა მიმდინარე სეზონში მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებს?

5.გრეგორი დუპონი და ზინედინ ზიდანი

5 მიზეზი დუპონი

როცა რეალმა ფიზმომზადების მწვრთნელის თანამდებობიდან ანტონიო პინტუსი დაითხოვა, ზიდანმა გუნდში გრეგორი დუპონს უხმო, რომელმაც რეალისთვის საფრანგეთის ნაკრები დატოვა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

საფრანგეთის მუნდიალის ტრიუმფზე დუპონს დიდი გავლენა ჰქონდა, 2018 წლის მუნდიალი ფრანგებმა ძალიან დიდი ენერგიით ითამაშეს და დაღლილობა ფინალშიც კი არ ეტყობოდათ. დუპონის ზედმეტსახელი "მეცნიერია", რადგან მას ვარჯიშის სხვადასხვა მეთოდების შესწავლა და ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს. თუმცა რეალში მას "მაკგრეგორს" ეძახიან. გრეგორი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი წევრია, იგი დილის ექვსის ნახევარზე იღვიძებს, 35-40 კილომეტრს ველოსიპედით მგზავრობს და შემდეგ სამუშაოს უდგება, რომელსაც პირწმინდად ასრულებს და ეს ყველაფერი გუნდის სტაბილურობაზე იდეალურად აისახება.

4.ფერლანდ მენდი

5 მიზეზი მენდი

ფერლანდ მენდიმ ყველასთვის მოულოდნელად და ძალიან მშვიდ სტილში, რეალის ძირითადში მარსელო ჩაანაცვლა. რეალმა ფრანგი ნახევარმცველი 48 მილიონად შეიძინა, 24 წლის მენდიმ კი მისთვის მიცემული ყველა შანსი გამოიყენა გუნდში თავის დასამკვიდრებლად.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

სეზონის დასაწყისი მისთვის იოლი არ ყოფილა, მაგრამ ტრავმის მოშუშების შემდეგ, მენდი ძირითადის უცვლელ წევრად იქცა, მარსელო კი კოპაზე უფრო თამაშობს, მაშინ, როცა რეალი გოლებს პრაქტიკულად არ უშვებს.

3.კაზემირო და ვალვერდე

5 მიზეზი კაზე ფედე

მადრიდის რეალმა ევროპის სუპერთასი მოიგო, ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია, ჩემპიონთა ლიგიდან კი ზიდანი ჯერ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ გამოვარდნილა. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით კაზემიროს და ვალვერდეს, რომლებიც მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან. კაზემირო უკვე წლებია დიდი მატჩების ფეხბურთელად იქცა და გუნდის ნამდვილი ბირთვია, მაგრამ ამ სეზონში კაზე განსაკუთრებით კარგია. 7.63-იანი შეფასებით იგი მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალშეფასებული ფეხბურთელია ლა ლიგაში, ფედე ვალვერდემ კი დიდ მატჩებში მისი ენერგიით რეალის გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ატლეტიკოს წინააღმდეგ ჩატარებულ ორივე მატჩში ვალვერდე და კაზემირო ფენომენალურები იყვნენ, სუპერკოპაზე მატჩისა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ვალვერდე დასახელდა, ხოლო ლა ლიგაში ატლეტიკოს წინააღმდეგ საუკეთესო კაზემირო იყო.

2.ტიბო კურტუა

5 მიზეზი კურტუა

ტიბო კურტუას მადრიდული პუბლიკა 2018 წელს არც თუ ისე მეგობრულად დახვდა. აშკარა იყო რომ რეალის გულშემატკივრებს კეილორ ნავასი უფრო უყვარდათ, ვიდრე ტიბო. ამ რეალობას კი 2018/19 სეზონში კურტუას მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა ნამდვილად ვერ უშველა. იმ სეზონში რეალმა 38 მატჩში 46 გოლი გაუშვა და ბევრად უარესი ბურთების შეფარდება (+17) ჰქონდათ, ვიდრე ბარსელონას (+54) თუმცა, წელს ყველაფერი შეიცვალა. კურტუამ უკვე მეტ მატჩში (14) შეინახა კარი მშრალად, ვიდრე მთელს წინა სეზონში (10) მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ 22 ტურია ნათამაშები.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ლა ლიგაში კურტუა მატჩში საშუალოდ 0.53 გოლს უშვებს, რაც ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითად იან ობლაკი, რომელიც ბოლო წლებში ამ მაჩვენებელში ყველა სხვა მეკარეს ჯაბნიდა, წელს მატჩში საშუალოდ 0.68 გოლს უშვებს, ტერ შტეგენი კი 1.14-ს

1.რამოსი და ვარანი

5 მიზეზი რეალის დაცვა

სერხიო რამოსი და ვარანი თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი მცველები არიან. მუნდიალების, ევროპის ჩემპიონატების და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების რაოდენობით მათ, თითქმის, ვერავინ შეედრება. ამ ყველაფრის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ წყვილი ერთად კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. დაცვის წყვილმა ამ სეზონში ერთად 23 შეხვედრა ჩაატარა და ერთიც არ წაუგიათ. ამ შედეგთან ყველაზე ახლოს ვან დეიკის და ჯო გომესის წყვილი მოდის, რომელიც დაუმარცხებელი 20 მატჩშია.

ტიაგო სილვამ და კიმპემბემ კი 17 მატჩი ჩაატარეს ისე, რომ არ წაუგიათ. სამეფო კლუბმა ამ სეზონში 2 მატჩი წააგო, პსჟ-სთან წაგებისას გუნდს სერხიო რამოსი აკლდა, მალიორკასთან კი რაფაელ ვარანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგიდან პრაქტიკულად არ ვარდება, თუ ვარანი და რამოსი ერთად თამაშობენ.

2019 წელს, როცა რეალი გავარდა დაცვის ცენტრში ვარანი და ნაჩო იდგნენ, 2015 და 2013 წლებში დორტმუნდსა და ტურინში დამარცხებისას კი ცენტრალურ მცველებად პეპე და ვარანი გვევლინებოდნენ. რა თქმა უნდა, უკანასკნელი 7-დან დანარჩენი 4 ჩემპიონთა ლიგა რეალმა მოიგო. საინტერესოა რა შედეგს აჩვენებს რეალი ჩემპიონთა ლიგაზე წელს, თუ რამოსი და ვარანი ჯანმრთელად იქნებიან.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.