Search

5 მიზეზი, თუ რატომ არის პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატი

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

მანჩესტერ სიტის, ლივერპულის, არსენალის, ჩელსის, ტოტენჰემის, მანჩესტერ იუნაიტედის და სხვა გუნდების დამსახურებით, პრემიერ ლიგა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ჩემპიონატად მიიჩნევა.

ლა ლიგაში კი ბოლო წლების ორი ყველაზე წარმატებული გუნდი - რეალი და ბარსელონა თამაშობს. ამ ბლოგში მიმოვიხილავთ თუ რითია პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი.

5.სატელევიზიო პროდუქტი

5 მიზეზი პრემიერ ლიგა სატელევიზიო ეთერში პრემიერ ლიგისა და ნებისმიერი სხვა ჩემპიონატის ტრანსლაცია ერთმანეთში ვერასდროს ვერ აგერევათ. ინგლისის ჩემპიონატის ტრანსლაციები ბევრად უფრო ფერადია, მიკროფონები ბევრად უფრო ხმამაღალი და ხარისხიანი, ჯამში კი ვიზუალური ასპექტი ინგლისში ბევრად უფრო დახვეწილი და თანამედროვეა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ლა ლიგა პრემიერ ლიგას საგრძნობლად ჩამორჩება, სხვა ჩემპიონატები კი მათთან შედარებით საერთოდ ქვის ხანაში არიან ჩარჩენილები. ამის გამო, ინგლისის ჩემპიონატი ტელევიზიით ყველაზე კომფორტული საყურებელი და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია.

4.შემოსავლის განაწილება

5 მიზეზი პრემიერ ლიგა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, მხოლოდ და მხოლოდ, 1.54-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან, ვიდრე ბოლოადგილოსანი გუნდი. სერია ა-ს გამარჯვებული გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან შედარებით 10-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ლა ლიგის ჩემპიონი კი 12.5-ჯერ მეტს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იუნაიტედმა მხოლოდ £20 მილიონით მეტი მიიღო სატელევიზიო კონტრაქტებიდან, ვიდრე ბლექპულმა. აი რეალმა და ბარსელონამ კი €116 მილიონი გააკეთეს, რაც ათჯერ მეტი იყო, ვიდრე რასინგის შემოსავალი (€10 მილიონი). ესპანურ გუნდებს შორის ამხელა სხვაობა იმას ნიშნავს, რომ რეალს და ბარსელონას ინვესტიციების განსახორციელებლად ბევრად მეტი ფული აქვთ და დანარჩენ გუნდებთან მათი სხვაობა დღითიდღე უფრო იზრდება. 2018-19 სეზონში ჰადერსფილდმა სატელევიზიო კონტრაქტებიდან €109 მილიონი მიიღო, 1 მილიონით ნაკლები, ვიდრე მადრიდის ატლეტიკომ.

3.მომავალი

5 მიზეზი პრემიერ ლიგა პრემიერ ლიგაში ბოლო წლებში არაერთი ახალგაზრდული პროექტი მოგვევლინა. მაგალითად, ჩელსი და არსენალი ფსონს მთლიანად ახალგაზრდა ფეხბურთელების და აკადემიის პროდუქტების მიერ მოტანილ შედეგზე და გრძელვადიან პერსპექტივებზე აკეთებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ტოპ ჩემპიონატში მოღვაწე 20 მწვრთნელიდან 9 ინგლისელია, რაც პრემიერ ლიგისთვის წინა სეზონებთან შედარებით ძალიან დიდი ცვლილებაა. მწვრთნელებთან ერთად, პრემიერ ლიგაში ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელების დიდი ნაკადიც მოდის.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ლივერპულელი ჯო გომესი მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ უკვე მეხუთე წელია ლივერპულში თამაშობს. ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა პრემიერ ლიგის საგოლე გადაცემების რეკორდი მოხსნა, 19 წლის ფილ ფოდენი კი ახლახანს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2.მწვრთნელები

5 მიზეზი პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები პრემიერ ლიგაში მოღვაწეობენ - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი.. მხოლოდ ამ 4 მწვრთნელს, ჩემპიონთა ლიგის 8 ტიტული აქვთ მოგებული. ფრენკ ლამპარდი და მიკელ არტეტა კი უდიდესი პოტენციალის მქონე სპეციალისტებად მოიაზრებიან. ლა ლიგაში ამ მხრივ კრიზისია - დიეგო სიმეონეს 2014 წლის შემდეგ დიდი ტიტული აღარ მოუგია და მისი ატლეტიკო ყოველ სეზონში რეგრესს განიცდის და არგენტინელ სპეციალისტს მადრიდულ კლუბში დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ. მწვრთნელით ძალიან უკმაყოფილოა ბარსელონაც, რომელმაც თავკაცი შუა სეზონში გამოცვალა, ახალბედა კიკე სეტიენის ნაჩვენები შედეგით კი გულშემატკივრების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა.

1.ჩემპიონები

5 მიზეზი პრემიერ ლიგა ბოლო 15 სეზონში, ლა ლიგის მოგება მხოლოდ 3მა გუნდმა შეძლო. 10 შემთხვევაში ეს გუნდი ბარსელონა იყო, 4-ჯერ მადრიდის რეალი, ერთხელ კი ატლეტიკო. იუვენტუსმა სერია ა ზედიზედ რვაჯერ მოიგო, ბაიერნმა ბუნდესლიგა ზედიზედ შვიდჯერ, ხოლო პსჟ-მ ბოლო 7 ჩემპიონატიდან 6-ს მოგება მოახერხა. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა პრემიერ ლიგაში, რომლის ზედიზედ მოგებაც ამ საუკუნეში მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა (იუნაიტედი 2008-09 და სიტი 2018-19). პრემიერ ლიგა ბოლო დეკადაში მანჩესტერ სიტიმ 4-ჯერ, ჩელსიმ 3-ჯერ, იუნაიტედმა 2-ჯერ და ლესტერმა 1-ხელ მოიგეს, მიმდინარე სეზონში კი ტურნირის მოგება პრაქტიკულად გაინაღდა მეხუთე გუნდმა - ლივერპულმა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.