Search

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა გრძელდება

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა გრძელდება

როგორც უკვე ვიცით, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ტურნირის ოფიციალური სპონსორი აჭარაბეთია. ამ ეტაპზე თამაშები გრძელდება და სეზონი დაძაბულ ფაზაში გადადის. დაიწყო მეორე წრის მატჩები და გამოიკვეთა საუკეთესო გუნდები, რომლებიც განაგრძობენ ასპარეზობას შემდეგ ეტაპზე - Playoffs. ლიგის ორ დივიზიონად გაყოფამ საგრძნობლად შექმნა კონკურენტული გარემო და გუნდები, რომლებიც თანაბრად დაკომპლექტდნენ მეტად საინტერესო მატჩებს ატარებენ A დივიზიონის ფარგლებში და მის გარეთ. "ჯეუ გრუპი" და "ავერსი" სეზონის ლიდერები არიან, თუმცა "ჯეუ გრუპ"-ს გაცილებით, მეტი თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე სხვა დანარჩნენს, რაც ლოგიკურია, მათ შედეგებზე აისახება. შესაშურ ფორმაში არიან "ZP აკადემია" და "თელიანი ველიც", რომლებიც, ასევე, იბრძვიან ლიდერობისთვის და პირველ სამეულში იკავებენ ადგილს. B დივიზიონს რაც შეეხება, გუნდი "აბრაგანი" და "სპარტა" იყოფენ პირველობისთვის ადგილებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე გუნდი თანაბრად კარგ ფორმაშია და ორივეს აქვს რეალურად, შანსი გახდნენ პირველები.