Search

სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა?

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის?

აჭარაბეთის მომხმარებლებში ექსპრესი ყველაზე პოპულარულია, თუმცა სინგლსაც და სისტემასაც ჰყავს თავისი ერთგული მოთამაშეები. ამ პოსტში ვეცდებით ავხსნათ რა განსხვავებაა ამ სამი ტიპის ბილეთს შორის და როდის სჯობს ერთი, მეორე ან მესამე. single სინგლი  - ბილეთი სპორტის კატეგორიაში,  სადაც მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა  მატჩზე აირჩიოს კოეფიციენტები და სასურველი თანხა განათავსოს კონკრეტულ პოზიციებზე.  სინგლის ტიპის ბილეთზე ფსონის განთავსება შესაძლებელია მობილური ვერსიითაც. ბილეთზე ასევე ვრცელდება Non Stop და Cash Out აქციები. ფოტოზე ნაჩვენები ბილეთის განთავსების შემთხვევაში, ისტორიაში დაგიფიქსირდებათ ხუთი სხვადასხვა ბილეთი - მოგებაც შესაბამისად იქნება ფსონისა და მოცემული კოეფიციენტის ნამრავლი. ალბათ თავადაც მიხვდებოდით, რომ სინგლის ტიპის ბილეთის დროს მოგების მეტი შანსია, ვინაიდან ის ავადსახსენებელი „ერთი" თამაში ბილეთს ვერ გაგიფუჭებთ. თუმცა ექსპრესის ტიპის ბილეთისგან განსხვავებით, სინგლში შესაძლო მოგების ოდენობა უფრო ნაკლებია. ასეთი ტიპის ბილეთის დადება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენი შერჩეული პოზიციებიდან ერთ-ერთი მათგანის გამოცნობის ალბათობა შედარებით დაბალია. ექპრესი - ბილეთი სპორტის კატეგორიაში, სადაც შესაძლო მოგება მოცემული კოეფიციენტებისა და განთავსებული ფსონის ნამრავლით ითვლება.  წარმატებისთვის სინგლის ტიპის ბილეთისგან განსხვავებით ყველა პოზიციის გამოცნობაა საჭირო. ექსპრეს ბილეთზე ვრცელდება შემდეგი აქციები: Non Stop, Cash Out და Spin and Winexpress ექსპრეს ბილეთის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ყველა პოზიციის ბოლომდე გჯერათ და ფიქრობთ , რომ მისი გადაზღვევა, სინგლზე ან მინუსების სიტემაზე გადაწყობა არ გჭირდებათ. თუ ერთის გარდა ყველა პოზიცია გამოიცანით და ის დარჩენილი ერთი გეეჭვებათ, ამისთვის ჩვენი Cash Out ფუნქცია ნამდვილად გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ისტორიაში დაგიფიქსირდებათ ერთი ბილეთი. ექსპრეს ტიპის ბილეთზე ფსონის განთავსება შესაძლებელია მობილური ვერსიითაც. სისტემა - მინუსების სისტემით შედგენილ ბილეთში ერთი, ან რამოდენიმე პოზიცია თუ ვერ გამოიცანით , მოგება მაინც შესაძლებელია. მაგალითად 3-1 სისტემის შემთხვევაში, თუ თქვენ გამოიცნობთ მინიმუმ 2 პოზიციას ბილეთის სტატუსი იქნება მოგებული. 3-1=3 მინუსების სისტემაში, თითოეულ პოზიციაზე  თამაშობს თქვენს მიერ განთავსებული ფსონის მესამედი. რეკომენდებულია, რომ მინუსებით შედგენილ ბილეთში იყოს 2.0-ზე მაღალი კოეფიციენტები. sistema დადებითი მხარე, რა თქმა უნდა, ბილეთის სამივე ტიპს აქვს. თუ სინგლისა და სისტემის ბილეთები ნაკლებად სარისკოა, ექსპრესის შემთხვევაში შესაძლო მოგების ოდენობა საგრძნობლად იზრდება. დანარჩენი კი თქვენზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თქვენ რომელი ტიპის ბილეთს დებთ ხოლმე ყველაზე ხშირად?

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო. როგორ ვითამაშოთ ტეხასური ჰოლდემი? ტეხასური ჰოლდემი პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. გთავაზობთ მის ძირითად წესებს, რომელიც თამაშის სწავლაში დაგეხმარებათ. უფრო დეტალური წესების, რჩევებისა და სტრატეგიების წაკითხვა კი CardPlayer Georgia-ს საიტზე შეგიძლიათ.